სხეულის ენა
ადამიანის არავერბალური ქცევა მისი ფსიქიკური მდგომარეობითაა განპირობებული. სწორედ ამით აიხსნება პიროვნების შინაგანი სამყარო, მისი ინდივიდუალური და სოციალური თვისებები. ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, თითქოს არავერბალური საშუალებები ნაკლებად მნიშვნელოვანია, მეორეხარისხოვანია, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის.
თუ ინფორმაციის ამ ორ წყაროს, ვერბალურ და არავერბალურ საშუალებებს შორის წინააღმდეგობა წარმოიშვება, ე.ი ადამიანი ერთს ამბობს, მის სახეზე კი მეორე იკითხება, მაშინ მეტ ნდობას არავერბალური ინფორმაცია იმსახურებს.
სხეულის ენა გამოკვლეული და დაწვრილებით შესწავლილი აქვს ალან პიზს, რომელიც შემდეგ თავის წიგნში "Body language" აღწერა. აქ მას განხილული აქვს ყველა ის ჟესტი, რომლითაც ადამიანის ფიქრების წაკითხვა შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ყველა ჟესტიკულაციაზე ვერ ვისაუბრებ პატარა პოსტში, თუმცა რამიდენიმე მათგანზე შეგვიძლია შევაჩეროთ ყურადღება:
ბევრი ჟესტი თითქმის ყველა კულტურაში საერთოაა, თუმცა როგორ ვერბალური ენა განსხვავდება კულტურებს შორის, ასევე არსებობს განსხვავება არა ვერბალურ ენაშიც. ამიტომ სანამ მათ გამოვიყენებთ უნდა ვიცოდეთ თუ რომელ ქვეყანაში, როგორ აღიქვამენ ამ ნიშანს. ალან პიზი ამ განსხვავებას განიხილავს სამ ყველაზე გავრცელებულ ნიშანზე ესენია: 1. The ring gesture.2.The thumb up და 3.V sign
- The ring or "OK" gesture
ასე რომ მოგზაურებმა უნდა იცოდნენ ეს წესები, რათა თავიდან აიცილონ უხერხული შემთხვევები. მაგ. ამერიკული "OK" რომში ნიშნავს "მე ვარ ჰომოსექსუალი".
მცოცავები და აჩვენებს, რომ ყველაფერი კარგადაა, როდესაც მკვეთრად არის ზევით აწეული ხდება შეურაცხმყოფელი სიგნალი, რომელიც ნიშნავს "up yours"-დამეკარგე (არაფორმალურად, რომ ვთქვათ წადი შენი), იტალიაში კი დათვლას იწყებენ ცერა თითიდან და აღნიშნავს ერთს, თუმცა ამ შემთხვევაში ეს ნიშანი ნიშნავს ხუთს.
- The V sign (ნიშანი V)
ეს ძალიან პატარა ნაწყვეტია ალან პიზის წიგნიდან, რომელიც გირჩევდით, რომ აუცილებლად წაგეკითხათ. რაც შეეხება ამ სამ სიგნალს თუ არ იცოდით აუცილებლად დაიმახსოვრეთ,მით უმეტეს თუ ხშირად გიწევთ უცხო ქვეყნებში წასვლა.
წყარო: ალან პიზი.
თარგმნა: პოსტის ავტორმა ანუ მე, რაც ნიშნავს რომ გაუმართავი წინადადებების შემჩნევის შემთხვევაში უნდა მაპატიოთ:)
ეს წიგნი არის ქართულად ნათარგმნი? და სად შეიძლება მისი შოვნა?
ОтветитьУдалить