TOP NEWS

მოგესალმებით! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, კარგი დროის გატარებას გისურვებთ!

среда, 8 мая 2013 г.

ვასილ კანდინსკი-ფერთა ბატონი

ვასილი კანდინსკი-ის სურათის შედეგი



     ვასილი კანდინსკი – რუსი მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ხელოვანი და აბსტრაქციონიზმის დამფუძნებელია.

დაიბადა მოსკოვში, თუმცა მთელი ბავშვობა ოდესაში გაატარა. მოსკოვის უნივერსიტეტში იურისპრუდენციასა და ეკონომიკას სწავლობდა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ პროფესიაში საკმაოდ წარმატებული იყო, 30 წლის ასაკში ხატვის გაკვეთილებს ატარებდა.
ვასილი კანდინსკი-ის სურათის შედეგი1896 წელს მიუნხენში დასახლდა და სახვითი ხელოვნების აკადემიაში დაიწყო სწავლა. მოსკოვში 1914 წელს დაბრუნდა პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ. ხელოვნების საყოველთაოდ მიღებულ თეორიებთან კონფლიქტის გამო, 1921 წელს ისევ გერმანიში დაბრუნდა. აქ ის 1922 წლიდან ბაუჰაუზში ასწავლიდა, სანამ ნაცისტებმა ეს სკოლა 1933 წელს დახურეს. შემდეგ ის საფრანგეთში გადადის, სადაც დარჩენილ ცხოვრებას ატარებს. გარდაიცვალა ნიოი-სურ-სენში, 1944 წელს. მან დააუძნა ხელოვნებაში აბსტრაქციონიზმი

. მისი შემოქმედების მცოდნენი და მოყვარულნი აუცილებლად ახსენებენ “ლურჯ მხედარს”, “სანტა-მარგარიტას”, “მურნაუს ბაღს” და “აპოკალიფისის მხედარს”, მაგრამ არსებობს რამდენიმე ტილო, რომლებმაც ცალკე ეპოქა შექმნეს კანდისკის ფერწერაში.
საფრანგეთის დედაქალაქში კუბიზმი ბატონობდა, კანდინსკიმ კი გეზი სიურეალიზმისაკენ აიღო. თუმცა, მეგობრების წყალობით შესაძლოა კუბიზმმა მის შემოქმედებაზე მაინც იქონია ზეგავლენა, მაგრამ ისიც მართალია, რომ ეს რუსი მხატვრის პიროვნული ევოლუციის შედეგი იყო. როგორც ერთ-ერთი უდიდესი სიურეალისტი მხატვარი ჟოან მირო აღიარებდა, კანდინსკიმ მის შემოქმედებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
ქართულ ენაზე ნათარგმნია ვასილ კანდინსკის წიგნი "სულიერების შესახებ ხელოვნებაში", სადაც კანდინსკის საოცრად აქვს დახასიათებული ფერები. მუსიკასა და ხელოვნებას შორის არსებულ კავშირს თითქმის ყველა მხატვრაი ეძებს, კანდინსკიც ერთე-ერთი მათგანიიყო. სწორედ ზემოთხსენებულ წიგნში "სულიერების შესახებ ხელოვნებაში" მხატვარი წერდა: "ფერი ფორმის გასაღებია, თვალი - ჩაქუჩი. სული კლავიშებიან პიანინოს ჰგავს. მხატვარი კი ის ხელია, რომელიც "ეფექტური ფორმით" ადამიანის სულს ამა თუ იმ გასაღების მეშვეობით აათრთოლებს".
მისი სურათები ყველასგან გამორჩეული და სააზროვნოა:
შეყვარებულები ცხენზე. 1906-1907 წ.წ.
ვასილი კანდინსკი შეყვარებულები ცხენზე. 1906-1907 წ.წ.-ის სურათის შედეგი
კომპოზიცია VIII. 1923
ვასილი კანდინსკი კომპოზიცია VIII. 1923-ის სურათის შედეგი
ეს ორი სურათიც საკმარისია, რომ დავასკვნათ კანდინსკის შემოქმედება არა მარტო თვალისთვის, გონებისათვისაცაა განკუთვნილი. მისი ნახატები თავისუფლების უკიდურესი გამოვლინებაა. თუ დავაკვირდებირ მის კომპოზიციას, მხატვარმა კარგად იცის თითოეული ფიგურა სად მიიყვანს მნახველს. ყველა ხაზს, ყველა ფერს თუ ფიგურას კონკრეტული დატვირთვა აქვს. მხატვრას კი წინასწარ აქვს განსაზღვრული თუ როგორ მოიქცევა "მაყურებელი". მიუხედავად ამისა, ის სრულ თავისუფლებას გვიტოვებს. ჩვენ შეგვიძლია ნახატს თუ ფორმას ჩვენეული ინტერპრეტაცია მივცეთ. სწორედ ამით გამოვარჩევდი მე ვასილ კანდისკის და გირჩევდით გაეცნოთ მის შემოქმედებას.

0 კომენტარი: