TOP NEWS

მოგესალმებით! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, კარგი დროის გატარებას გისურვებთ!

пятница, 14 июня 2013 г.

ცოტა რამ არჩევნების შესახებ..


რა არის არჩევნები?
archevnebi-ის სურათის შედეგი



    

   არჩევნები -ეს არის პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია ხელისუფლების წარმომადგენლობითი და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა.

    საქართველოს მოქალაქეები ირჩევენ:

  • საქართველოს პრეზიდენტს (5 წლის ვადით)
  • საქართველოს პარლამენტს (4 წლის ვადით)
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს(4 წლის ვადით)
  • ქალაქ თბილისის მერს (4 წლის ვადით)  

     
საქართველოს მოქალაქეს, არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისცისტში მონაწილეობის უფლება 18 წლის ასაკიდან ენიჭება. აქვე აღსანიშნავია, რომ აჩევნებში, პლებისციტსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელისსასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში. გარდა იმ პირისა, რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული.

 არჩევნებში მონაწილეობა თითოეული მოქალაქის ვალია, რადგან ერთი ხმა ძალიან ბევრს წყვეტს.
                                 რის გადაწყვეტა შეუძლია ერთ ხმას?

  • 1876 წელს ერთმა ხმამ გადაწყვიტა საფრანგეთში მონარქიული წყობის რესბუბლიკურით შეცვლა.
  • 1997 წელს ერთმა ხმამ ვერმონტის შტატში წარმომადგენლად სიდნეი ნიქსონის არჩევა (570 ხმით 569-ს წინააღმდეგ), რომლის პოსტიდან გადადგომაც, ასევე ერთმა ხმამ გადაწყვიტა. ხელახალი დათვლის შემდეგ მან ფაქტობრივად წააგო არჩევნები რობერტ ემონდთან  ერთი ხმის უპირატესობით.

   საქართველოში არჩევნები ტარდება საარჩევნო კოდექსის მიხედვით, რომელიც მიღებულ იქნა 2001 წლის 2 აგვისტოს. კოდექსში მიღების დღიდან არაერთი ცვლილება შევიდა და ახლაც მიმდინარეობს მუშაობა მისი დახვეწის მიზნით.

  1990 წლიდან დღემდე ჩატარდა 22 არჩევნები: აქედან 5 საპრეზიდენტო, 7 საპარლამენტო, 7 აჭარის უმაღლესი საბჭოსა და 4 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. აგრეთვე 1 რეფერენდუმი და 2 პლებისციტი.
                   არჩეული პრეზიდენტები:
zviad gamsaxurdiaa-ის სურათის შედეგი

1. პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია
2. ედუარდ შევარდნაძე (არჩეულ იქნა ორჯერ)
3. მიხეილ სააკაშვილი (არჩეულ იქნა ორჯერ)
წყარო: cesko.ge 

0 კომენტარი: