TOP NEWS

მოგესალმებით! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, კარგი დროის გატარებას გისურვებთ!

воскресенье, 28 апреля 2013 г.

ძილის პარალიზი

ძილის პარალიზი-ის სურათის შედეგი
     


        არსებობს ასეთი ფენომენი, რომელსაც "ძილის პარალიზი ეწოდება". ამ დროს ადამიანის სხეულს სძინავს, თუმცა გონებას არა. სიტუაცია შემდეგნაირია:
უცებ იღვიძებ, ახელ თვალებს და ხედავ ოთახში ძალიან უცნაურ სურათებს, ეს იმ შემთხვევაში თუ გაგიმართლა, თუ არა და შეიძლება კოშმარიც დაინახო. ამ დროს შენ ახელ თვალებს, თუმცა აღმოაჩენ, რომ სხეულის ვერცერთ ნაწილს ვერ ამოძრავებ." ძილის პარალიზი " ერთ-ერთი ყველაზე საშიში შეგრძნებაა. უკვე რამოდენიმე ხანია, რაც მე საკუთარ თავზე გამოვცადე. თავიდან "ძილის პარალიზის" შესახებ არაფერი გამეგო და ის კოშმარი, რაც ვნახე სიზმარს დავაბრალე, თუმცა სხვა გონიერი ადამიანების წყალობით აღმოვაჩინე, რომ ამ მდგომარეობს "ძილის პარალიზი" ეწოდება და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ საშიშია. წარმოიდგინეთ, ახელს თვალებს და ხედავთ ჭინკების, ადამიანების ან ცხოველების ფუგერებს, რომლებიც შენს გარშემო დარბიან, დაგცინიან შენ კი არაფრის კეთება არ შეგიძლია, რადგან უბრალოდ პარალიზებული გაქვს მთელის ხეული. ეს ნამდვილად არ არის დაუჯერებელი და გაზვიადებული ამბავი. "ძილის პარალიზი" ძირითადად REM ძილის, ანუ ფხიზლად ძილის შემთხევაში გვემართება. შეიძლება ითქვას ეს არის ჩვენი ქვეცნობიერის ოინები, ხოლო პარალიზი დამცავი მექანიზმი, რომელიც შიშის დროს არაადეკვატური საქციელისგან გვიცავს. 
   " ძილის პარალიზის" შემთხვევაში გირჩევთ მოიქცეთ შემდეგნაირად:
  • ეცადეთ ფოკუსირება გადაიტანოთ თქვენს სხეულზე და ძალა დაატანოთ პარალიზებულ ნაწილს, რომ ამოძრავდეს. (ამ დროს ძირითადად პარალიზებულია ენა, ფეხებია და თითები)
  • ეცადეთ ამოძრაოთ თვალები.
  • ძილის დროს აკონტროლეთ სუნთქვა
  • წარმოიდგინეთ თითქოს მოძრაობთ
  • რეგულარულად იძინეთ, ანუ არ მოახდინოთ ძილის დეპრივაცია და შესაბამისად ერიდეთ REM  ძილს.
  • დაიძინეთ გვერდზე ან მუცელზე( ძილის პარალიზის 60% ემართებათ იმათ, ვისაც სძინავს ზურგზე) 
       
ძილის პარალიზი-ის სურათის შედეგი
 იმედია ჩემი რჩევები გამოგადგებათ და "ძილის პარალიზის" დროს არ შეშინდებით ისე, როგორც ეს მე დამემართა.:)

0 კომენტარი: