TOP NEWS

მოგესალმებით! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, კარგი დროის გატარებას გისურვებთ!

вторник, 25 июня 2013 г.

რა არის სიზმარი??

sizmari-ის სურათის შედეგი


       

თითოეული ადამიანი ღამეში  საშუალოდ 5 სიზმარს ხედავს, ხოლო ამახსოვრდება მხოლოდ ის სიზმარი, რომლელიც გამოღვიძებამდე ესიზმრებოდა.
სიზმრებს ადამიანი ძირითადად სწრაფი ძილის დროს ხედავს.
თუ ადამიანს სწრაფი ძილის დროს გავაღვიძებთ, იგი კარგად მოგიყვებათ სიზმარს. სწრაფი ძილის დამთავრებიდან 5 წუთის შემდეგ თუ გავაღვიძებთ, იგი გაიხსენებს სიზმარს, თუმცა ნაწილობრივ, 10 წუთის შემდეგ კი, უმეტესობას არ ახსოვს თუ რა ესიზმრა. სიზმარი ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოსილი ფენომენია,რომელსაც ზოგი წინასწარმეტყველებისთვისაც კი იყენებს. თუ გავიხსენებთ ხშირად წმინდანები ხილვებს სწორედ სიზმრებში ხედავდა. სიზმრის არსის შესწავლას დიდი დრო მოანდომა ზიგმუნდ ფროიდმა. მან სიზმარს ასე უწოდა: 

    ,,არაცნობიერისაკენ მიმავალი სამეფო გზა"

მან დაასაბუთა, რომ სიზმარში არაცნობიერიდან ცნობიერის  მიერ განდევნილი სურვილების არეკვლა ხდება, რასაც რეალობაში განხორციელებისათვის "სუპერ ეგო" არ მიიჩნევს სასარგებლოდ. სიზმარს ასევე დიდი ყურადღება დაუთმო კარლ გუსტავ იუნგმა. მან შეისწავლა სიზმარი და აღმოაჩინა არქეტიპები, რომლებიც სწორედ ადამიანის სიზმრებში ვლინდება. ამით იუნგი მივიდა კოლექტიური არაცნობიერის არსებობის დასკვნამდე. მან აფრიკელი კაცის სიზმარი გააანალიზა, რომელიც სიზმარში ხედავდა ბორბალზე გაკრულ კაცს, არა და ბორბალი მას არასოდეს ენახა და არც იცოდა ამ საგნის არსებობის შესახებ. ასევე აღწერა შიზოფრენიით დაავადებული ადამიანის სიზმარი, რომელიც უყვებოდა რაღაც აბსურდულ ისტორიას და უმტკიცებდა რომ დაესიზმრა. წლების შემდეგ იუნგი წააწყდა იმავე ისტორიაზე აგებულ წიგნს და ეჭვგარეშეა, რომ პაციენტს ამ წიგნთან არასოდეს ჰქონია შეხება და მკურნალობის დროიდან გამომდინარე ვერც შეძლებდა წაკითხვას.  
      არსებობს გააზრებული სიზმრის ნახვის შესაძლებლობაც. ეს  არის სიზმარი, რომლის დროსაც ადამიანი აცნობიერებს, რომ სიზმარშია. ასეთ სიზმრებში ადამიანს შეუძლია გარკვეული კონტროლი გაუწიოს სიზმარში მიმდინარე მოვლენებს, ან მოახდინონ საკუთარი წარმოსახვით მანიპულირება
   ასეა თუ ისე, სიზმარი სირვილების შესრულების საუკეთესო საშუალებაა. ის გაძლევს საშუალებას, რომ მისცე გასაქანი ფანტაზიას და იყო ის, ვინც რეალუარდ არასოდეს გახდები და ვერ შესდგები. 

2 комментария: