TOP NEWS

მოგესალმებით! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, კარგი დროის გატარებას გისურვებთ!

пятница, 19 апреля 2013 г.

აბრაამ ლინკოლნის მკვლელობა




    ლინკოლნის მკვლელობა -ასე ქვია ადრიან მოატის დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც პრეზიდენტ ლინკოლნის მკველობაა აღწერილი. რა მოხდა სინამდვილეში?აშშ-ს ისტორიაში, 1840 წლიდან დაწყებული ყოველი მეოცე წლის თავზე არჩეული პრეზიდენტი, - ჰარისონი,
ლინკოლნი, ჰარფილდი, მაკინლი, ფრანკლინ რუზველტი პრეზიდენტობის პოსტზე ყოფნისას გარდაიცვალა. ზეციური წყევლა იყო ეს თუ უცნაური დამთხვევა?   ჩვენ მაინც უცნაურ დამთხვევას დავაბრალოთ. რაც შეეხება 4 მოკლულ პრეზიდენტს მათ შორის პირველი ლინკოლნი იყო.

        აბრაამ ლინკოლნის მეგობრის თქმით მკვლელობამდე 3 დღით ადრე პრეზიდენტმა მეგობრებს კოშმარული სიზმარის შესახებ მოუყვა, სადაც თეთრ სახლში დასვენებულ კუბოს და მოტირალ ხალხს ხედავდა. როდესაც ერთ-ერთ ჯარისკაცს შეეკითხა თუ ვინ იყო გარდაცვლილი მან უპასუხა: "პრეზიდენტი" .."ის დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა". ლინკოლნს სიზმარი 1865 წლის 14 აპრილს აუხდა.
    თეატრ Ford- ში ცნობილმა მსახიობმა და სამხრეთელთა მხარდამჭერმა ჯონ უილკეს ბუთმა სასიკვდილოდ დაჭრა მეუღლესთან, მერი ტოდ ლინკოლნთან ერთად თეატრში მყოფი პრეზიდენტი. დამნაშავეს და მკვლელობის სხვა თანამონაწილეებს განზრახული ჰქონდათ მისი მოტაცება 20 მარტს, თუმცა პრეზიდენტის გეგმები შეიცვალა და აღარ მივიდა იქ, სადაც მკვლელი 6 მეგობართან ერთად ელოდებოდა. 2 კვირის შემდეგ რიჩმონდი გაერთიანებულ ძალებს ჩაუვარდათ ხელში. ბუთმა ახალი გეგმა დასახა.მან გაიგო, რომ 14 აპრილს ლინკოლნი ლაურა კინის დადგმას "ჩვენი ამერიკელი ბიძაშვილი"-ს დაესწრებოდა ვაშინგტონის ფორდის თეატრში. ბუთი და მისი 6 მოკავშირე იმედოვნებდნენ, რომ პრეზიდენტის, მისი შესაძლო მემკვიდრეების ვიცე პრეზიდენტ ენდრიუ ჯონსონისა და მდივნის მკვლელობით ამერიკის მთავრობას გაურკვევლობაში ჩააგდებდა. 

10 საათსა და 15 წუთზე ბუთმა ლინკოლნს თავში ესროლა. შემდეგ ის სცენაზე ავარდა და დაიყვირა :


"Thus ever to tyrants!"-ასე უნდათ ტირანებს. თავიდან მაყურებლებს ეს სიტყვები დრამის ნაწილი ეგონათ, თუმცა პირველი ლედის კივილმა ყველა გააოცა.მართალია ბუთმა სცენაზე ახტომისას ფეხი მოიტეხა, თუმცა მაინც მოახერხა გაქცევა. 7:22 საათზე დილას ვიცე პრემიერმა ოფიციალურად გამოაცხადა აშშ-ს მე-16 პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ. ეს ამბავი სწრაფად გავრცელდა. ქვეყანაში დროშები დაუშვეს.  სამოქალაქო ომის დასრულებით გახარებული ხალხი ისევ შოკში ჩააგდო პრეზიდენტის მკვლელობის ამბავმა.

    26 აპრილს ჯარმა ალყა შემოარტყა  და ცეცხლი წაუკიდეს სახლს, სადაც ბუთი და მისი თანამზრახველი  ჰაროლდი იმალებოდნენ. ჰაროლდი გამოვიდა ცეცხლ წაკიდებული სახლიდან, თუმცა ბუთი მაინც არ ნებდებოდა. სერჟანტმა მას ყელში ესროლა. მტკიცების თანახმად მკვლელი იარაღის გამოყენებას ცდილობდა. ბუთმა დაჭრიდან მხოლოდ 3 საათი იცოცხლა და მისი ბოლო სიტყვა იყო: " "Useless, useless.” -უსარგებლო.  ბუთის 4 თანამზრახველი გაასამართლეს მკვლელობაში მონაწილეობისათვის. ისინი 1865 წლის 7 ივლის სიკვდილით დასაჯეს, ჩამოახრჩეს. მათ შორის იყვნენ დავიდ ჰეროლდი და მერი სურატი,რომელიც პირველი სიკვდილმისჯილი ქალი იყო ამერიკის ფედერალური მთავრობის მმართველობის პერიოდში.და რომლის სახლშიც აპირებდნენ გატაცებული პრეზიდენტის გადამალვას.


         
         ამერიკის ლეგენდარული, რიგით მე-16 პრეზიდენტის - აბრაამ ლინკოლნის მკვლელობის შემდეგ (1865 წლის 15 აპრილი),აღმოჩენილ იქნა მისი მკვლელის - ჯონ უილკის ბუთის დღიურები,რომელშიც წერდა:
"ვფიქრობ ,სწორად მოვიქეცი,თუმცა საზოგადოებამ კაენის დაღი დამასვა. ხალხს რომ ჩემი კეთილი ზრახვების რამე გაეგებოდეს, ეს გასროლა ვარსკვლავებამდე ამამაღლებდა".
   ბედის ირონიით წლების შემდეგ აბრაამ ლინკოლნის ვაჟი - რობერტ ტოდ ლინკოლნი (1843-1926 წლები) სიკვდილს,რობერტ ბუთმა გამოგლიჯა ხელიდან,რომელიც თავის მხრივ მამამისის მკვლელის ჯონ უილკის ბუთის ძმა გახლდათ.

   ეს კი ჯონ უილკ ბუთი გახლავთ

  იცით თუ არა, რომ?
ჯონ უილკ ბუთი ერთ-ერთი ყველაზე ძნელად დასაჭერი პიროვნება ისტორიაში, რომლის აყვანასაც დასჭირდა 10,000 ფედერალური ჯარისკაცი,დეტექტივი და მოთვალთვალე პოლიციელი.
 წყარო: history. com





1 комментарий: