TOP NEWS

მოგესალმებით! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, კარგი დროის გატარებას გისურვებთ!

среда, 15 мая 2013 г.

FERRARI-ს დაარსების ისტორია

      



მოგეხსენებათ FERRARI მოგეხსენებათ თავიდანვე ასეთი სახით არ წარმომდგარა ხალხის წინაშე.ბევრმა არ იცის ენცო ფერარისა და FERRARI-ს იატორია და ამიტომ ვეცდები ორიოდ სიტყვით მოგიყვეთ შესანიშნავი მანქანისა და მისი უაღრესად ჭკვიანი გამომგონებლის ისტორია.ცნობილი ენცო ფერარი 1898 წელს, მოდემში დაიბადა, ახალგაზრდობაშივე გაითქვა სახელი, როგორც შეუდარებელმა მრბოლელმა. თავისი
მბრწყინავი კარიერა მან პირველი მსოფლიო ომის ბოლოს დაიწყო. იგი სპორტული კომპანიის, „Costruzioni Meccaniche Nazionali“–ს წევრი გახდა. 1920 წელს კი კომპანია „Alfa Romeo“–ში მიიღეს, მრბოლელისა და გამომცდელი მძღოლის როლის შესასრულებლად. ენცო ფერარიმ საკუთარი სარბოლო ჯგუფი, „Scuderia Ferrari“ ჩამოაყალიბა, რომლის მთავარი მიზანიც, „Alfa Romeo“–ს მოდელების სიჩქარეებზე მუშაობა იყო. ამ უკანასკნელი კომპანიის ავტომობილები სპორტულ შეჯიბრებებში იღებდნენ მონაწილეობას. ჯგუფის ემბლემა გახდა ორფეხზე შემდგარი ცხენი. ეს გამოსახულება ენცო ფერარიმ ცნობილი იტალიელი მფრინავის, ფრანჩესკო ბარაკას თვითმფრინავზე ნახა.
                        
ენცო ფერარი,Alfa Romeo–სთვის 1938 წლამდე მუშაობდა. ორი წლის შემდეგ, მან საკუთარი ფირმა ჩამოაყალიბა, სახელწოდებით, „Auto Avio Construzioni“, რომლის მუშაობის ოფიციალური სფეროც ავტომობილების წარმოება იყო. სწორედ ამ კომპანიაში შექმნა ფერარიმ საკუთარი პირველი ავტომობილი, „815“, რომელიც 1,5 ლიტრიანი, რვაცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი. იმ დროისათვის, ფერარის საკუთარი სახელის დარქმევა არ შეეძლო ავტომობილისთვის, რადგან Alfa Romeo–სთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მას ოთხი წლის მანძილზე კერძო ავტომობილის აწყობის უფლება არ ჰქონდა. 1940 წელს, მრბოლელებმა ალბერტო ასკარიმ და ლორაციო რანგონიმ, „815“–ით მონაწილეობა მიიღეს „Mille Miglia“–ს რბოლაში, მაგრამ ფინიშამდე ვერ მიაღწიეს. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ფერარიმ თავისი წარმოება მარანელოში გადაიტანა, მა–დენიდან 20 კილომეტრის მოშორებით. 1944–1945 წლებში კომპანიამ, ინგლისურ–ამერიკული ავიაციის რამდენიმე დაბომბვა გადაიტანა. 1946 წელს ქარხანა აღადგინეს და ავტომობილების წარმოება დაიწყეს. ასე შეიქმნა ოფიციალური ავტომწარმოებელი –„Ferrari“.
ახლა ვეცდები ქრონოლოგიურად დავალაგო და გიჩვენოთ სურათები.
1.1946 წელი Ferrari 125                                         
47_Ferrari_125S_01C_DV-07_AI_07       
2.1949 წლის მოდელი 166 Inter
3.1950 წლის მოდელი 195 Inter
4.1951 წელის Ferrari GT
ferrari-340-america-ghia-coupe-1951-дизайн-ghia
5.1951წლის მოდელი 342 America


6.1977 წლის მოდელი 308 GTB‑4
          
7.1980 წლის მოდელი Mondial
8.1983 წლის მოდელი 308‑gtsi
9.1996-2001 წლების მოდელი 550 Maranello


10. 2002 წლის მოდელი 456M GT Scaglietti
 
11.2002 წლის მოდელი Ferrari Enzo
 
 
.
12.2003 წლის მოდელი 575GTC


13.2004 წლის მოდელი 612 Scaglietti
14.2005 წლის მოდელი 575M Superamerica
15.2006 წლის მოდელი 575 GTZ Zagato
16.2008 წლის მოდელი 430 Scuderia
17.2008 წლის მოდელი 612 Scaglietti One-to-One
18.2008 წლის მოდელი FXX Evolution
19.2009 წლის California
20.2009 წლის მოდელი 599XX

21.2010 წლის მოდელი 599 GTB HY-KERS
22.2011 წლის მოდელი 458 Italia
23.2011 წლის მოდელი 599 GT
24.2011 წლის მოდელი 458 Italia Grand Am
25.2012 წლის მოდელი FF ეს არის ferrari-ს ისტორიაში პირველი 2 ხიდიანი მანქანა
აქ შეგიძლიათ იხილოთ ამ მანქანის ოფიცილალური განხილვა

26.2012 წლის მოდელი 458 Spider
და ბოლოს თქვენ ალბათ დამეთანხმებით იმაში,რომ ferrari-თავის მომხმარებელს სთავაზობს გასაოცარ პროდუქტს.
იმედია მოგეწონათ პოსტი ვეცდები უფრო დავხვეწო,მაგრამ ამაში თქვენც უნდა დამეხმააროთ.

1 комментарий: