TOP NEWS

მოგესალმებით! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, კარგი დროის გატარებას გისურვებთ!

вторник, 14 мая 2013 г.

ფუძიამა- წმინდა მთა, თუმცა აქტიური ვულკანი

ფუძიამას წმინდა მთა-ის სურათის შედეგი


  ფუძიამა  არის მთა,  რომელიც ერთ-ერთი უწმინდესი ადგილია იაპონელთათვის. მეტიც, ის იაპონიის სიმბოლოცაა, ეს მთა არა მარტო ბუდისტებისათვის არამედ სინთოიზმის მიმდევრებისთვისაც წმინდა მთად არის მიჩნეული,სადაც მათი აზრით ,ცხოვრობს ქალ ღმერთ-კონოხანა საკუია ხიმეს, ქალღმერთის სული.
პირველი ბუდისტი ბერი რომელმაც ფუძიამაზე ავიდა, 663 წელს დაარსა პირველი ტაძარი.საინტერესოა რომ მიუხედავად იმისა რომ ფუძიამაზე მობინადრე წმინდა სული მდედრობითია,მეცხრამეტე საუკუნემდე, ვერცერთი ბუდისტი ან სინტოიზმის მიმდევარი ქალი იქ მისვლას ვერ გაბედავდა, რადგან სასტიკად აკრძალული იყო. მხოლოდ 1867 წელს ინგლისელმა ლედი პარკენსმა გაბედა და ავიდა ფუძიამაზე.დღეს ფუძიამაზე ასვლა ისეთივე მნიშვნელობისაა,როგორც მუსულმანთათვის მექაში ჩასვლა.ფუძიამას მთა უდიდესი სიწმინდეა იაპონელთათვის.
 თუმცა ეს წმინდა მთა არც მეტი, არც ნაკლები  ნაკლებად თუმცა მაინც აქტიური ვულკანია.იაპონიაში მომხდარი მიწისქვეშა ბიძგების გამო, შესაძლოა, ქვეყნის ერთ-ერთი სიმბოლო ვულკანი ფუძიამა ამოიფრქვას. ამ დასკვნამდე იაპონელ და ამერიკელ სპეციალსტთა ნაწილი მივიდა.
ზოგადად, ვულკანი ფუძიამა ნაკლებ აქტიურად მიიჩნევა. უკანასკნელად იგი მე-18 საუკუნეში ამოიფრქვა.თუმცა მის სიახლოვეს განმეორებითმა ბიძგებმა შესაძლოა, მძინარე გიგანტი გააღვიძოს.
   ვულკანის შესაძლო გაღვიძების დასკვნამდე იაპონიის ქალაქ ნაგოიას უნივერსიტეტის სეისმოლოგიის, ვულკანოლოგიისა და კატასტროფების შეჩერების კვლევითი ცენტრის სპეციალისტები მივიდნენ. მეტეოროლოგმა კევინ მარტინმა აღნიშნა, რომ მიწისძვრებისგან ტალღები წარმოიქმნება, რომლებიც "მთელ პლანეტაზე მოგზაურობენ".
"მინიმუმ 300 წელია ფუძიამას ვულკანი ამოფრქვევას აგვიანებს",_ირონიულად აცხადებს ექსპერტი. მისი თქმით, ფუძიამას ამოფრქვევას მარტო იაპონია არ იგრძნობს. "ვულკანის მხოლოდ ერთი ამოფრქვევა საკმარისია, რათა ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუსიმას" რადიაციული ნარჩენები უზარმაზარ ტერიტორიაზე გავრცელდეს",_აღნიშნა კევინ მარტინმა.
781 წლიდან მოყოლებული, ფუძიამა 12-ჯერ ამოიფრქვა. ყველაზე დიდი კატაკლიზმა 800, 864 და 1707-1708 წლებში მოხდა.
მომხდარის შედეგად ახალი კრატერი გაჩნდა, ატმოსფეროში გასროლილმა ფერფლმა კი ქალაქ ედოს (თანამედროვე ტოკიოს) ქუჩები 15 სანტიმეტრით დაფარა.ფუძიამას წმინდა მთა-ის სურათის შედეგი

3 комментария: