TOP NEWS

მოგესალმებით! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, კარგი დროის გატარებას გისურვებთ!

суббота, 25 мая 2013 г.

ბილ მოგრიდჯი-პრველი ნოუთბუქის შემქმნელი



დიდად თავს არ მოგაბეზრებთ და არ დავიწყებ პირველი კომპიუტერის სრულ ისტორიას არ მოგიყვებით,მაგრამ მოკლედ შესავლისათვის გეტყვით,რომ ამერიკელმა ჰენრი ედვარდ რობერტსმა პირველმა შექმნა პერსონალური კომპიუტერი 1975 წელს რომელსაც დაერქვა "ალტაირ 8800", თვითონ პროგრამა "ალტაირ ბეისიკ"–მა კი ბიძგი მისცა კომპანია Microsoft–ის ჩამოყალიბებას.

დადებული სურათი
სწორედ ეს გახლავთ პირველი კომიუტერი.
გადავიდეთ მთავარზე:-
ბრიტანელი უილიამ მოგრიდჯი დაიბადა 1943 წლის 26 ივნისს ლონდონში. 1979 წელს ის ჩავიდა „სილიკონის ველზე“, სადაც გახსნა საკუთარი სამრეწველო დიზაინის ბიურო.
მოგრიდჯის პროექტი წარმოადგენდა ბრტყელეკრანიანი კომპიუტერის პროექტს, რომელიც საფუძვლად დაედო მოწყობილობას GRID Compass, „წიგნის“ ფორმ–ფაქტორში შესრულებული ვარიანტი – სისტემური ბლოკი გაერთიანებულია კლავიატურასთან და დაკეცილ მდგომარეობაში ფარავს ეკრანს. ნოუთბუქს ჰქონდა Intel –ის i80c86 პროცესორი 8 მეგაჰერცის სიხშირით და 340 კილობაიტიანი მაგნიტური მეხსიერება. ასევე იყო ჩაშენებული მოდემი მონაცემთა გადაცემის სიჩქარით 1200 ბიტი წამში. პროგრამების ჩატვირთვა შესაძლებელი იყო დისკეტიდან ან გარე მყარი დისკიდან. პირველი ნოუთბუქი იყო გამოშვებული 1982 წელს და ღირდა 8150 დოლარი.
ნოუთბუქების ადრინდელი მოდელები ძირითადად სამხედრო კომპიუტერები იყო. კერძოდ, NASA–მ გამოიყენა Compass შატლის გაშვების დროს 1980 წელს. შემდგომში, Grid –ის გამოშვების ნებართვა იყიდა კომპანია Tandy Coproration –მა.
მოგრიდჯი ასევე ითვლება ინტერაქტიული დიზაინის ერთ–ერთ დეველოპერად. ინტერაქტიული დიზაინი – დისციპლინა, რომელიც დაკავებულია ახალი ციფრული მოწყობილობებით და ინტერფეისებით ადამიანის და მანქანის ურთიერთობისთვის.
კიდევ გეტყვით,რომ სამოცდაათი წლის ასაკში კალიფორნიაში გარდაიცვალა თანამედროვე ნოუთბუქის პროტოტიპის შემქმნელი ბრიტანელი სამრეწველო დიზაინერი ბილ მოგრიდჯი. პირველი პორტატიული პერსონალური კომპიუტერის შემქმნელი დეველოპერი გარდაიცვალა ავთვისებიანი სიმსივნის, ხანგრძლივი დაავადების შემდეგ.

0 კომენტარი: