TOP NEWS

მოგესალმებით! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, კარგი დროის გატარებას გისურვებთ!

среда, 8 мая 2013 г.

სამგანზომილებიანი (3D) ნახატი

3D ნახატები (23 ფოტო)
სამგანზომილებიანი (3D)ნახატები-ჟანრობრივად ახალად ჩამოყალიბდა.სამგანზომილებიანი (3D) არის CAO-სგან წარმომდგარი ტექნიკა, რომლის საშუალებითაც ახდენენ ობიექტების, საგნების პერსპექტივაში წარმოდგენას კომპიუტერის ეკრანზე. ამჟამად იგი გამოყენებაშია გამოსახულებების შესაქმნელად არქიტექტურულ ვიზუალიზაციაში, კინოინდუსტრიაში, ტელევიზიაში, კომპიუტერულ თამაშებში, ბეჭდვით პროდუქციაში და მეცნიერების სხვადასხვა დარგებში.

ამ ტექნიკის კინოინდუსტრიაში გამოყენებას პირველად პიქსარის სტუდიებმა მიჰყო ხელი, ხოლო 1994 წლიდან იგივე ტექნიკა ვიდეოთამაშების წარმოებაშიც ფართოდ გამოიყენება.


სახელწოდება 3D გამოსახულება არის ახალი სახელი იმისა, რასაც რენესანსის ეპოქიდან მოყოლებული ნახატს, ან პერსპექტივაში ხატვას ეძახდნენ. ქვემოთ მოყვანილია პიერო დელლა ფრანჩესკას მიერ 1475 წელს განხორციელებული პერსპექტიული ხედის ერთი მაგალითი. ზოგიერთი მხატვარი პერსპექტოგრაფს სამ განზომილებიანი ნახატის შესაქმნელ პირველ მანქანას იყენებდა თავისი ფერწერული კომპოზიციების შესაქმნელად.

იდეალური ქალაქი (1475), პიერო დელა ფრანჩესკა

განსხვავება ისაა, რომ კომპიუტერის გამოჩენამდე პერსპექტივას, მხაზველობითი გეომეტრიის კანონებით განსაზღვრული გრაფიკული მეთოდებით აგებდნენ. ამჟამად ნახატები ციფრების ანგარიშის შედეგად იგება. ეს კი იძლევა საშუალებას რომ ძალიან მარტივად ვცვალოთ პროექციის ცენტრი და სხვადასხვა პარამეტრები. განსაკუთრებით საყურადღებო კი ის არის რომ გვეძლევა შესაძლებლობა ვიანგარიშოთ პროექციათა მთელი სერიები. ეს სერიები პროექციის ცენტრის გადაადგილებით მიიღება. ამ გადაადგილებისა და მისი შeსაბამისი სერიაბის ანგარიშით მიიღება ანიმაცია.
 3D ნახატები გავრცელდა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში მაგალითად:ჩინეთში,ამერიკაში,საფრანგეთში ასევე ევროპის სხვა ქვეყნებშიც.
 3D ნახატებს ხატავენ უმეტესად ასფალტზე,იატაკზე,კედელზე და ასევე ჩვეულებრივ სურათის სახითაც. მაგ:
3D ნახატები (23 ფოტო)

3D ნახატები (23 ფოტო)

3D ნახატები (23 ფოტო)


3D ნახატები

ყურად საღებია ისიც,რომ სულ რაღაც ცოტახნის წინ საქართველოში (სამტრედიაში)დახატეს 3Dნახატი,რომლის ფართობი შეადგენს 60კვ.მ. და შესრულებულია მაღალი ხარისხის საღებავებით. ორი თვის მანძილზე ნახატს ერთი დეფექტიც არ გასჩენია.
user posted image
user posted image
თბილისში 2 აპრილს ქართველმა მხატვრებმა დახატეს  რაგბის ბურთი, რომელიც სპეციალური ნიშნულიდან სამ განზომილებაში აღიქმებოდა.
შებრძანდით და ამასთან დაკავშირებით იხილეთ ვიდეო:
http://1tv.ge/news-view/36425
სურვილის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ FACEBOOK-ში დაიმეგობროთ -
"3D Street Art Festival - 3D ქუჩის არტის ფესტივალი" ამ სახელით და თქვენ მიიღებთ უახლეს ინფორმაციებს ამასთან დაკავშირებით. გმადლობთ ყურადღებისათვის ;)სურათი: პირველი ქართული 3D ნახატი, აბაშიძის 70

0 კომენტარი: