TOP NEWS

მოგესალმებით! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, კარგი დროის გატარებას გისურვებთ!

среда, 1 мая 2013 г.

შეუძლია თუ არა მუსიკას ინტელექტის ხელშეწყობა?

       
საინტერესოა როგორ გავლენას ახდენ მუსიკა ადამიანის გონებაზე-ის სურათის შედეგი
         საინტერესოა როგორ გავლენას ახდენ მუსიკა ადამიანის გონებაზე. მართალია თუ მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფია მუსიკისთვის ასეთი მნიშვნელოვანი როლის მიწერა? გასაკვირი არ არის, რომ ასეთი კითხვები დაგვებადა.მაშინ  მოდით ვეცადოთ პასუხის გაცემას:
საინტერესოა როგორ გავლენას ახდენ მუსიკა ადამიანის გონებაზე-ის სურათის შედეგი
     1993 წელს ექსპერიმენტის შემდეგ მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ კოლეჯის მოსწავლეები, რომლებიც სივრცობრივი აზროვნების უნარის შესამოწმებლად ტესტირებამდე მოცარტის სონატას  უსმენდნენ, უკეთ გაართვეს ტესტს თავი, ვიდრე მათ ვინც ტესტირებადმე სარელაქსაციო ინსტრუქციებს უსმენდა ან ჩუმად იჯდა. მკვლევარებმა დაასკვენ, რომ მოცარტის მელოდია ტვინში ცვლილებებს აღვიძებდა, რაც ნერვული კავშირების ამოქმედებას და შესაბამისად აზროვნების გაუმჯობესებას იწვევდა. უკეთესობისკენ ამგვარი ცვლილება, შემდგომში "მოცარტის ეფექტის " სახელით გავრცელებული, მხოლოდ 15 წუთი გრძელდებოდა და მისი ხელახლა გამოწვევა ძნელი იყო. როგორც ჩანს, უნარის ცვლილებების ნაცვლად მოცარტის ეფექტი აგზნებისა და განწყობის ცვლილებას იწვევდა, რასაც შემდეგში ტესტზე უკეთესი კონცენტრაცია მოსდევდა. მიუხედავად ამისა, მოცარტის ეფექტი თანდათან ეჭვს იწვევდა. მედია და პოლიტიკოსები კი ამით ძალიან დაინტერესდნენ. 1996 წელს ჯორჯიის შტატში სამშობიაროსი ყველა მშობელს ურიგდებოდა კომპაკტ დისკი, რომელზე ჩაწერილი იყო მოცარტის სონატები. 
    ინტელექტზე მუსიკის მოქმედების დასადგენად ჩაატარეს შემდეგი ექპერიმენტი ახლა უკვე მოზარდებში. მოსწავლეები დაყვეს 4 ჯგუფად, რომლებსაც გაკვეთილები ტორონტოს მუსიკის სამეფო კონსერვატორიაში უტარდებოდათ. 36 კვირის შემდეგ მკვეთრი ცვლილებები შეიმჩნეოდა ინტელექტში. განსაკუთრებით ამაღლდა ინტელექტის დონე დრამისა და ფორტეპიანოს ჯგუფის ბავშვებში.  
      თუ ამ ზემოთ თქმულს შევაჯამებთ, მუსიკა ნამდვილად მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს სივრცობრივი უნარებისა და აზროვნების სისწრაფეში. მუსიკალური კომპანიები დღესაც ჯიუტად ცდილობენ კომპაკტ დისკების გაყიდვას სახელწოდებებით:


" ააწყეთ თქვენი გონება მოცარტის მელოდიით"
და " მოცარტი ახალშობილებისათვის: ბრწინვალე დასაწყისი"

0 კომენტარი: