TOP NEWS

მოგესალმებით! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, კარგი დროის გატარებას გისურვებთ!

среда, 24 апреля 2013 г.

ჯანსაღი ცხოვრების ისტორია

 
  როგორც ანტიკური წყაროებიდან ვიგებთ, ჯანსაღი ცხოვრების წესი გაცილებით უფრო აქტუალური ყოფილა ძველი ცივილიზაციის ქვეყნებში. ყველაზე მეტად ჯანსაღი ცხოვრებით სპარტელები იყვნენ დაინტერესებულები. "ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულია"-ეს მათი დევიზი იყო,
ამიტომაც 7 წლის ასაკიდან პატარა სპარტანელები სკოლებში მიჰყავდათ. აქ მათ გამუდმებით ავარჯიშებდნენ სირბილში, ჭიდაობაში, შუბისა და ბადროს ტყორცნაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალდაბადებული სპარტელი მამას უხუცესთა საბჭოში უნდა მიეყვანა, სადაც მას გულდასმით სინჯავდნენ და რაიმე ხინჯის აღმოჩენის შემთხვევაში უფსკრულის პირას ტოვებდნენ. სპარტაში ღრმად სწამდათ, რომ ფიზიკური სიჯანსაღე მათ დადებით თვისებებსაც უყალიბებდა. დღეს ამას სხვებიც აღიარებენ. ბერძნულ წყაროებში არსებობს ასეთი ცნობა: " ოლიმპიური თამაშების დროს ერთი მოხუცი თავისუფალ ადგილს ეძებდა. სპარტელი ახალგაზრდების ჯგუფს რომ მიუახლოვდა, ყველა ერთბაშად წამოდგა მისთვის ადგილის დასათმობად. სტადიონმა ტაში დასცხო. მოხუცმა თქვა:მხოლოდ ბერძენმა იცის რა არის კარგი, მაგრამ მხოლოდ სპარტელებმა იციან კარგად მოქცევაო"
წყარო "დილა" #1 1991 წელი.

       ათენში, ისევე როგორც სპარტაში, დიდი ყურადღება ექცეოდა ჯანსაღი ცხოვრების წესს. ათენელებსაც 7 წლის ასაკიდან ავარჯიშებდნენ. 16 წლიდან საბრძოლო სკოლებში-პალესტრებში დადიოდნენ, სადაც უკვე ხუთჭიდში-სირბილში, ხტომაში, შუბისა და ბადროს ტყორცნაში, ჭიდაობასა და ცურვაში ავარჯიშებდნენ. აღსანიშნავია, რომ ათენელები უვარგის ადამიანად თვლიდნენ ყველას, ვინც ცურვა არ იცოდა. გარდა ფიზიკური მომზადებისა, ბერძნები საკვებსაც დიდ ყურადღებას აქცევდნენ. თურმე კომბოსტო ათენში ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულად ითვლებოდა და მოზარდები ვალდებულები იყვნენ ეჭამათ ეს ბოსტნეული. მათაც სწამდათ ასევე, რომ მხოლოდ მშვენიერ სხეულში შეიძლება იყოს მშვენიერი სული. ამ ჰარმონიას ისინი "კალოკაგათიას" უწოდებენ. სიჯანსაღეს პოპულარიზაციას რომში"სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული" ექიმი უწევდა. ისინი ამისთვის მუდმივ ანაზღაურებასაც იღებდნენ. მეტიც, რომში ექიმი იმდენად დიდი რეპუტაციით სარგებლობდა, რომ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაშიც კი შეეძლო მიეღო მონაწილეობა. მაგალითად, ექიმი ანტისიტიუსი იულიუს კეისრის მკვლელობოს საქმეში "ექსპერტი" იყო.


“დილის” ენციკლოპედიის მე-3 ტომი(ცივილიზაცია ნაწილი მე-2) გვ. 83, 50,24,25.



          ასევე საყურადღებოა ისიც, რომ ცნობილმა ბერძენმა ექიმმა ჰიპოკრატემ ჩამოაყალიბა ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნების სამი ძირითადი დებულება და კოსის კუნძულზე მის მიერ დაარსებულ სამედიცინო სკოლასაც ეს დებულებები დაუდო საფუძვლად. ერთ-ერთი მათგანი ასეთია:დიეტე, რეჟიმი და ვარჯიში მნიშვნელოვანი პროფილაქტიკაა, რომ არ განვითარდეს დაავადება. ჰიპოკრატეს ცნობილი გამონათქვამია: “როგორც მტვერი გამოდის ნაჭრიდან, ისე ასუფთავებს ჩვენს ორგანიზმს ვარჯიში”.
          7 აპრილი- ეს ის დღეა, როცა ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება თანამედროვე სამყაროში. “კარგი ჯანმრთელობა ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია”-ეს კი ის სლოგანია, რომლითაც ჯანმრთელობის ორგანიზაცია ხელმძღვანელობს.

    დღესდღეობით თანდათან უფრო იძაბება ცხოვრება. მართალია განსხვავებით ძველი სახელმწიფოებისგან, დღეს ჩვენს ჯანმრთელობას სხვადასხვა ორგანიზაციები იცავენ და მედიცინაც, რაღა თქმა უნდა, გაცილებით შორს წავიდა, თუმცა გაჩნდა რიგი დაავადებები. ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, ფილტვის კიბო, რომელსაც მოწევა იწვევს, სტრესი. ეს არასრული ჩამონათვალია იმ დაავადებებისა, რომელიც თანამედროვე სამყაროს აწუხებს. მიუხედავად ამისა, ზემოთ მოყვანილ ძველი ცივილიზაციის ქვეყნებთან შედარებით ჩვენ ასჯერ და ათასჯერ უფრო მეტი შანსი გვაქვს მივყვეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს. ფართო ქსელი სპორტული კლუბებისა დღეს ყველა მსურველისთვისაა მისაწვდომი. ასევე შეგვიძლია საჭიროების შემთხვევაში გავიაროთ კონსულტაცია დიეტოლოგთან, რომელიც ჯანსაღი კვების რაციონს გვიდგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ მედიცინის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა ვაქცინაცია. მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად ტარდება აცრები, რომლებიც გვიცავს სხვადასხვა სახის დაავადებებისგან. ეს წარსულში დიდი ფუფუნება იყო, დღეს კი ტუბერკულიოზი, დიფტერია, პოლეომიელიტი და სხვა ინფექციური დაავადებები ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხეს აღარ უქმნის.

      ჯანმრთელობის ორგანიზაცია “ჯანმოს” კვლევებით გასულ საუკუნეში გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა. დღეს კი ხანდაზმულთა რიცხვი აჭარბებს ახალშობილთა რიცხვს. 

0 კომენტარი: