TOP NEWS

მოგესალმებით! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, კარგი დროის გატარებას გისურვებთ!

вторник, 23 апреля 2013 г.

დედამიწის საერთაშორისო დღე


22 აპრილი, დედამიწის დღე 1970 წლიდან აღინიშნება. ეს დღე სენატორმა გეოლორდ ნელსონმა მას შემდეგ დააარსა, როდესაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რამაც ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია.


ყოველი წლის 22 აპრილს სხვადასხვა აქციაში 174 ქვეყნის 17 000–მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით მონაწილეობს.ყოველი წლის 22 აპრილს, სხვადასხვა ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე, დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით მონაწილეობს.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით, საქართველოში დედამიწის დღე
პირველად 1990 წელს აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურად ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. არც 2013 წელი ყოფილა გამონაკლისი მასშტაბურად აღიინიშნა ეს დღე საქართველოში.ქუთაისში ამ დღესთან დაკავშირებით მოხალისეებმა
მდინარე რიონის სანაპიროები გაასუფთავეს,ქართლში საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა და შეგროვებული თანხა
ამ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს მოხმარდება.

გილოცავთ მოგვიანებით დედამიწის საერთაშორისო დღეს! გახსოვდეთ მოვუფრთხილდეთ ბუნებას და ჩემი სურვილი იქნება თითოეულმა ჩვენგანმა შეძლებისდაგვარად წვლილი შეიტანოს დედამიწის ეკოლოგიურად დაცვასა და დასუფთავებაში!
დედამიწა ჩვენი სახლია, მეგობრებოო.

0 კომენტარი: