TOP NEWS

მოგესალმებით! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, კარგი დროის გატარებას გისურვებთ!

пятница, 19 апреля 2013 г.

სოციალური ქსელის უარყოფითი და დადებითი




                                    სოციალური ქსელი და რომანტიკა
სოციალური ქსელები ადამიანებისთვის ყოველდღიურად უფრო საინტერესო და აქტუალური ხდება.გარდა იმისა,რომ სოციალური ქსელის მეშვეობით შეგვიძლია მივიღოთ ამომწურავი ინფორმაცია ადამიანის ან საგნის შესახებ მას სხვა დატვირთვაც აქვს მაგალითად უმეტესი ვირტუალური ურთიერთობა რეალურ პაემანში გადადის,სწორედ ამის გამო ინგრევა ოჯახები,ან თუ იქმნება მალევე ინგრევა და ნაწევრდება.სწორედ ამ სოციალურ ქსელებს შორისაა ფეისბუქიც.
ფეისბუქი ერთ-ერთი უდიდესი სოციალური ქსელია.
GOOGLE-ში,რომ ჩავწეროთ "სოციალური ქსელით გაცნობილი წყვილები"ჩვენ წავაწყდებით უამრავ სტატიას,პოსტს თუ სათაურს.
გაეცანით ერთ-ერთ-ს__ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კლუბ
„ოკლაჰომა-სიტის” კონგოლეზური წარმოშობის კალათბურთელმა, სერჟ იბაკამ, რომელიც ესპანეთის ნაკრების ღირსებას იცავს, ლოკაუტის პერიოდი მადრიდში გაატარა, სადაც ადგილობრივ „რეალში” თამაშობდა. თავისუფალ დროს იბაკა სოციალური ქსელების ხშირი სტუმარი გახლდათ, მათ შორის „ფეისბუქისაც”, სადაც გაიცნო კიდეც თავისი ამჟამინდელი „გერლფრენდი“, მოდელი და მწერალი – ჰედისა ვისალა. რამდენიმედღიანი მიმოწერის შემდეგ, წყვილი მადრიდის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში შეხვდა და ჰედისას თქმით, იბაკამ მასზე დადებითი შთაბეჭდილებები დატოვა. მოგვიანებით ჰედისამ თავისივე „ფეისბუქის” კედელზე დაწერა, რომ იბაკა იდეალური მამაკაცია ყველა გაგებით, მათ შორის საწოლშიც. ამიტომ, ბედნიერია, რომ თავად გამოიჩინა გაცნობის ინიციატივა. ამჟამად კალათბურთელი ამერიკაში დაბრუნდა, ხოლო ჰედისა მადრიდში წიგნის დასაწერად ემზადება, სადაც დაწვრილებით აღწერს თავისი „სოციალური” რომანის დაწყების ისტორიას.
ჰედისა ვისალა                                                სერჟ იბაკა
                 

                                     
                                 სოციალური ქსელებით გამოხატული ბოროტება
ამე­რი­კე­ლი თი­ნე­ი­ჯე­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის, ფე­ის­ბუ­ქის მეშ­ვე­ო­ბით უმ­ცროს­კლა­სე­ლე­ბის და­ში­ნე­ბის­თვის და­ა­კა­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მტკი­ცე­ბით, 14 წლის მო­ზარ­დი ფე­ის­ბუქ­ზე გა­მო­გო­ნი­ლი სა­ხე­ლე­ბით რე­გის­ტრირ­დე­ბო­და და რამ­დე­ნი­მე 12 წლის მოს­წავ­ლეს ემუქ­რე­ბო­და. გა­მო­ცე­მა "The Daily Mail"-ის ცნო­ბით, მი­ზე­ზად ეჭ­ვმი­ტა­ნილ­მა ის და­ა­სა­ხე­ლა, რომ ბი­ჭე­ბი მი­სი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნას მი­მართ ყუ­რად­ღე­ბას იჩენ­დნენ. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის მი­მართ გაგ­ზავ­ნილ შეტ­ყო­ბი­ნე­ბებ­ში მო­ზარ­დი მათ მოკ­ვლით ემუქ­რე­ბო­და. პო­ლი­ცი­ამ ის თა­ვის სახ­ლში და­ა­კა­ვა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით თავ­დე­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცე­ლებ­მა მას ბრა­ლი სხვე­ბის­თვის ”შე­უ­რაც­ხყო­ფის მი­ყე­ნე­ბი­სა” და ”ტე­რო­რის­ტუ­ლი მუ­ქა­რის­თვის” წა­უ­ყე­ნეს. ”ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით თავ­დას­ხმა და მუ­ქა­რა სე­რი­ო­ზუ­ლი და მზარ­დი პრობ­ლე­მაა,” გა­ნაც­ხა­და პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლემ, ვოლ­ტერ დირ­კინ­მა. მი­სი თქმით, კი­ბერ­სივ­რცის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ანო­ნი­მუ­რო­ბის გან­ცდა ახალ­გაზ­რდებს ”მეტ გამ­ბე­და­ო­ბას ანი­ჭებს.” ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში 14 წლის თი­ნე­ი­ჯერს ორ წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

ჩვენ ყველამ ვიცით თუ რამდენი ადამიანი გაუბოროტებია და მიუყვანია იმ დონემდე,რომ მოეკლა თავი ან ვინმე სხვა.სულ ცოტახნის წინ მოხდა შემზარავი ამბავი და არა ერთი"დედამ შვილი მოკლა ფეისბუქის მეგობრის(თამაშის)გამო"
იმის გამო, რომ დღეს ყველას საკუთარი გვერდი აქვს „ფეისბუქში“ და ქსელში „მონადირე“ მამაკაცები და ქალბატონები მრავლად არიან, ეს საფრთხე მუდმივად არსებობს.ამის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი გაკონტროლება ძნელია.სწორედ ამიტომ ვერიდოთ უცხო ხალხთან ურთიერთობას :D

0 კომენტარი: