TOP NEWS

მოგესალმებით! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, კარგი დროის გატარებას გისურვებთ!

вторник, 23 апреля 2013 г.

წიგნის საერთაშორისო დღე, 23 აპრილი



"ერთი ძველისძველი გადმოცემის თანახმად ,დამწერლობა ეგვიპტელთა ღმერთს – ტოტს შეუქმნია და ფარაონისათვის უთქვამს:ამით კაცთა მოდგმას დავამახსოვრებ იმას ,რაც შეიძლება დაავიწყდეთო.ფარაონი შეშფოთებულა
;ჯერ ტოტის გამოგონებაზე მიუთითებია, შემდეგ -ადამიანზე და უთქვამს:ეს(დამწერლობა) მოკლავს ამას(მეხსიერებას).ცხადია,დღეს წერასა და კითხვას აღარავინ უფრთხის,რადგან ადამიანები დარწმუნდნენ ,რომ იგი მეხსიერებას კი არ კლავს არამედ აწრთობს,ძალას მატებს.



XV საუკუნეში ,როცა ვიქტორ ჰიუგოს ,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში” მოთხრობილი ამბები ხდებოდა,წიგნის ბეჭდვა ახალი გამოგონებული იყო.მაშინ ადამიანთა აღზრდისთვის ძირითადად ტაძრის ფრესკებსა და ქანდაკებებს იყენებდნენ,წიგნს კი უნდობლობით ეკიდებოდნენ -ადამიანი ღმერთს არ დააშოროს ,ფუჭი ცნობისმოყვარეობა არ გაუღვივოსო.ამიტომაც მიუთითა ჰიუგოს რომანის პერსონაჟმა-აბატმა კლოდ ფროლომ-ჯერ წიგნზე ,შემდეგ ტაძარზე და ბრძანა: ეს (წიგნი) მოკლავს ამას (რწმენას)."-ეს გახლავთ ნაწყვეტი უმბერტო ეკოს საჯარო გამოსვლიდან "წიგნი თუ კომპიუტერი" აი, სწორედ ასეთი პესიმისტური იყო ხალხის დამოკიდებულება წიგნების მიმართ დღეს კი იგივეს ამბობენ ჩვენს მეგობარ კომპიუტერზე. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ წიგნის კონკურენტია. დღეს წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანიცაა წიგნი კითხვის პოპულარიზაცია. სამწუხაროდ. ამ თემის დღის წესრიგში დაყენება გამოიწვია წიგნისადმი ინტერესის კლებამ.


დღეს წიგნის დღე საკმაოდ ორიგინალურად აღინიშნა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. თბილისში ჩატარდა სემინარები, საქველმოქმედო აქციები, რომლის საშუალებით შეგროვებული წიგნებიც გადაეცემა მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს. ასევე გაიმართა ლიტერატურული საღამოები. "როცა ადამიანი 10-12 საათის განმავლობაში უზის კომპიუტერს და დაღლილობისგან ლამის თვალები გადმოსცვივდეს,ბუნებრივია ,სავარძელში მოხერხებულად მოკალათების და საყვარელი ლექსის ან მოთხრობის გადაკითხვის სურვილი გაუჩნდეს.კომპიუტერი წიგნიერების ახალი სახეა.კომპიუტერს შეუძლია ათასგვარი ინფორმაციის მოწოდება ,მაგრამ წიგნის შეცვლა არ შეუძლია! კომპიუტერის გამოგონებით დამიანმა დიდი ხნის ოცნება აისრულა:მას შეუძლია სურვილისამებრ ცვალოს და შეავსოს ტექსტები.მაგრამ მთავარი მანქანა ,რომელიც ურიცხვი ტექსტის შექმნის საშუალებას იძლევა ,ათასწლეულების წინ არის გამოგონებული და მას ანბანი ჰქვია"- უმბერტო ეკო ისევ და ისევ. როდესაც კომპიუტერსა და წიგნს შორის არჩევნის გაკეთება დაგჭირდებათ, და ძალიან ძნელია უპირატესობა არ მიანიჭო ამ "ეშმაკის მანქანას":)), გაიხსენეთ ეს სიტყვები ვიმედოვნებ დაგეხმარებათ სწორი არჩევნის გაკეთებაში.

გილოცავთ წიგნის საერთაშორისო დღეს!

0 კომენტარი: