TOP NEWS

მოგესალმებით! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, კარგი დროის გატარებას გისურვებთ!

среда, 10 апреля 2013 г.

მესოამერიკა

                    


  ოდესღც, უხსოვარ წარსულში, გაცილებით ადრე პირველ კონკისტადორებამდე და კოლუმბამდე, იმაზე ადრეც, ვიდრე ვიკინგი ლაიფ ერიქსონი-სკანდინავიელი
ზღვაოსანი, ვაჯი ერიკ წითურისა, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს მიადგებოდა, უფრო ადრეც ვიდრე ირლანდიელი ბერი წმინდა ბრანდანი ლაბრადორამდე მიაღწევდა, თურმე ახალი ქვეყნის ნაპირებზე თეთრკანიანი ხალხი გადამსხდარა, რომელსაც ინდიელებისათვის ცოდნა, კანონები, მთელი ცივილიზაცია ჩაუტანიათ. ისინი დიდი კაშკაშაკორპუსიანი და გედისფრთებიანი ხომალდებით მისდგომიან ჩამავალი ზღვის ქვეყანას. ჩამოსულებს თურმე უხეში შავი ქსოვილის სამოსი ეცვათ და შუბლს გველის ფორმის სამკაული უმშვენებდათ. 
     ამიტომაც არის, რომ ინდიელი ტომების თითქმის ყველა ლეგენდა იდუმალებით მოსილ თეთრკანიან, ცისფერთვალება, და წვეროსან ღმერთებზე გვიამბობს. მინდა ინდიელთა თეთრი ღმერთების შესახებ გიამბოთ ორი სიტყვით: აცკეტებისა და ტოლტეკების ღმერთს კეცალკოატლი ერქვა, ინკებისას კონ-ტიკი ვირაკოჩა, კეჩუას მანკო-კაპაკი, ჩიბაჩების ბოჩიკა, მაიას კუკულკანი.
                     


ვირაკოჩა ანუ უირაკოჩა  ინდიელთა მითოლოგიით ღმერთიც არის და ასევე ადამიანიც, რომელმაც დასაბამი მისცა ინკების დაბადებას და ფერადკანიანებს ცივილიზაცია ჩაუტანა ანუ კულტურული გმირიც.  მისი სრული სახელია ილია კონ ტიკი ვირაკოჩა. მასსი 3 უმთავრესი ღვთაებაა შერწყმული: ილია-სოლარული(მზის) ღვთაება, კონ-ტიკი ცეცხლის ე.ი ვულკანის ღმერთი და ვირაკოჩა- მიწისა და მზის ღვთაება..  კოსმოგონიური მითოლოგიის მიხედვით ვირაკოჩამ ტიტიკაკას ტბაში შექმნა მზე, მთვარე და ვარსკვები. . შემდეგ 2 უმცროსი ვირაკოჩის დახმარებით გამოკვეთა ქვის ანთროპომორფული ფიგურები და ყველა ტომს თავისი მხარე მიუჩინა საცხოვრებლას. ყველაფერი რომ განაწესეს შემდეგ დასავლეთით გაცურეს.
         ხედავთ რამდენი რამე არ გცოდნიათ სამხ. ამერიკის და ინდიელების შესახებ? დარწმუნებული ვარ საჭირო ინფორმაციაა და გამოიყენებთ.

     

0 კომენტარი: