TOP NEWS

მოგესალმებით! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, კარგი დროის გატარებას გისურვებთ!

пятница, 12 апреля 2013 г.

საქართველო და ქართველი ხალხი


                                                                                
ქვეყნის სახელწოდება „საქართველო“ მომდინარეობს „ქართ“ ძირისაგან, რაც უძველეს სატომო სახელს
„ქართუ, კარდუ, ხალდუ“-ს უკავშირდება. 1918-1921 წლებში იწოდებოდა „საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად“, 1990-1995 წლებში — „საქართველოს რესპუბლიკა“-დ. ქვეყნის საერთაშორისო კოდია — GE.
საქართველო მსოფლიოში მოისაზრება,როგორც სატრანზიტო ქვეყანა,მაგრამ საქართველოს აქვს უამრავი სხვა დატვირთვა.საქართველო მსოფლიოში განთქმულია    
ულამაზესი ხალხით,ტრადიციების და ადათწესების მრავალფეროვნებით,არქიტექტურის სიმბოლოებით (როგორიცაა:ეკლესიები,ძველი სახლები...) და ასე შემდეგ.
                              

საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გასაყარზე,კერძოდ კავკასიაში.საქართველოს აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ესაზღვრება კავკასია და შავიზღვა,ხოლო ჩრდილოეთით რუსეთის ფედერაცია,სამხრეთით თურქეთი,აზერბაიჯანი და სომხეთი.
საქართველოს დედაქალაქი არის თბილისი.
უდიდესი ქალაქებია:თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,რუსთავი,ზუგდიდი,გორი,ფოთი,სოხუმი და სამტრედია.
                               
ქართველი ხალხი უძველესი დროიდან იყვნენ თავიანთი სილამაზით განთქმულები.

ქართველი ხალხური მუსიკა.
                                    


ქართული ხალხური მუსიკა სათავეს უძველეს დროში იღებს. იგი თავიდანვე დაკავშირებული იყო ჩვენს წინაპართა ყოფასთან. მასში, როგორ სარკეში, არეკლილია ქართველი ერის უმდიდრესი ისტორია, სულიერი მისწრაფებანი, ზნეობრივი სისპეტაკე, კაცთმოყვარეობა, პატრიოტული და გმირული შემართება. ხალხური მუსიკა ოდითგანვე ერის სულიერ საზრდოს წარმოადგენდა და ქართველი კაცის ყოველ სამეურნეო თუ ყოფით საქმიანობას უკავშირდებოდა. მღეროდნენ ომის, შრომის, ავადმყოფობის, მხიარულების, მწუხარების დროს. სიმღერა სწორედ ის ძალა იყო, რომელიც გაჭირვებაში მხნეობასა და სიმტკიცეს მატებდა. ამიტომაც უფრთხილდებოდა ქართველი კაცი თავის მრავალსაუკუნოვან მუსიკალურ ენას.
უძველესი ცნობები ქართული ხალხური მუსიკის შესახებ არქეოლოგიურ მასალებსა და ძველბერძნულ წყაროებში მოიპოვება. აღმოჩენილია სხვადასხვაგვარი საკრავი, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე დაუმზადებიათ:სალამური, ჩანგი,ჭიანური, ლირა და სხვა.უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ხალხურ სიმღერებს უხსოვარი დროიდან მრავალხმიანობა ახასიათებდათ.ქართული ხალხური სიმღერები სრულდება 3 ხმაში.ხალხურ სიმღერებს შორისაა:ჩაკრულო,ლილე,ჰასანბეგურა,მრავალჟამიერი და კიდევ უამრავი სხვა.

პირველი ხმა>გამყივანი-გამყივანი, გუნდის მომღერალ მამაკაცთა მაღალი, მჭახე, განსაკუთრებული ტემბრის ძლიერი ხმა გურულ და აჭარულ სიმღერებში. ხშირად გაიგივებულია წვრილთან. ზოგჯერ უახლოვდება კრიმანჭულს. იყენებენ სიმღერების გარკვეულ ჯგუფში (”ნადური”, “ჰადილა”, “კალოს ხელხვავი”…). გამყივანის სასიმღერო ტექსტი შინაარსმოკლებული სიტყვების (რიმტირი, ტირირიმ, ვარირა, ჰოვდილა …), ზოგჯერ კი ცავკეული მარცვლებისაგან (რი, რა, რუ, დილ, ია, უა…) შედგება.

მეორე ხმა>მოძახილი-მოძახილი, ქართული ხალხური სამხმიანი სიმღერის ერთ-ერთი ზემო ხმა, რომელიც მთქმელს მოსძახის. „შოთა მღერის, მეფე თეიმურაზ, არჩილ მოსძახის ძმურება“ (დავით გურამიშვილი). მოძახილი შეიძლება იყოს როგორც მეორე, ასევე პირველი ხმაც (იმის მიხედვით, თუ რომელია მთქმელი).

მესამე ხმა>ბანი-ბანი, თავდაპირველად მუსიკალური ნაწარმოების შებანების, აკომპანემენტის გამომხატველი ქართული სამუსიკო ტერმინი. “დავით უცემდა ორღანოთა შებანებულითა” (ძველი აღთქმა). სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონით – “ბანი – ხმის შეწყობა. ბანი ეწოდების რა გალობასა გინა სიმღერასა სხვა ხმა შეუწყოს”. ამჟამად ბანი ეწოდება 1. მრავალხმიან საგუნდო ნაწარმოებში ყველაზე დაბალ ხმას; 2. აკორდის ქვედა ბგერას; 3. მამაკაცის დაბალი რეგისტრის ხმას.

ქართულ ხალხურ მუსიკაში არსებობს ბანის შემდეგი სახეობანი: მაღალი ბანი, დაბალი ბანი, შემდეგი, ბოხი, დვრინი (დვინი), დუმბო.
საქართველოს სილამაზის აღწერა:


ეს არ არის ერთადეთი იხილეთ შემდეგი:
                     
                    
                                                                       
               

                           
იმედია მოგეწონათ პოსტი.დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებით.

0 კომენტარი: