TOP NEWS

მოგესალმებით! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, კარგი დროის გატარებას გისურვებთ!

четверг, 18 апреля 2013 г.

...ოცნებები მცნებებივით იღვრებიან


           
               

              მცხუნვარე მზესა და ღუმელს შორის

 " ელოვანი ადამიანები უცხოპლანეტელები არიან პროგრამისტების დედამიწაზე. მათ ერთი ენა აერთიანებთ, თუმცა ეს სიტყვები სხვადასხვანაირად იწერება და გამოითქმება.
   თავად დროც კი უძლურია ამ ადამაინების მიერ ნაპოვნი მარგალიტების წინაშე.
     მე მას "ნიკკოს" ვეძახდი ის კი მე "დავვას".
    მისი აზრის უჩვეულო მდინარებაში, მისი ხმის ტემბრში და ქცევის მანერებში ნატიფი არტისტიზმი მხიბლავდა. ხელოვანი არტისტია, იყოს პოეტი, თუნდაც მხატვარი და მსახიობი. დრო კი არტისტისთვის საათის ისრებით არ ითვლება-საათი ხომ ღმერთს არ შეუქმნია-არტისტის დროს მარადისობა ითვლის.
         ნიკო გომელაურიახირებული დროის შეჩერებას არ ცდილობდა, სურდა ამ დროისთვის  გაესწრო და დაენახა თუ რა ხდება იქ- წინ...
    არტისტის ცხოვრება მცხუნვარე მზესა და ღუმელს შორის იწვის, იქ სადაც იდუმალი შემოქმედების ოქრო გამოიდნობა. "- დავიდ მარკიში.

  დღეს ხელში ნიკო გომელაურის ლექსების კრებული მომხვდა და გადავწყვიტე რამოდენიმე ლექსი წამეკითხა. დიდიხანია პესიმისტურად ვუყურებდი თანამედროვე პოეტებს, თუმცა დღეს მივხვდი ჩვენი ხალხი და  რეალობა არაერთ დასაფასებელ პოეტს ბადებს. მათ შორის იყო-თუმცა რა შუაშია იყო- არის ნიკო გომელაურიც. რამოდენიმე მისმა ლექსმა დამაფიქრა. წაიკითხეთ და თავადაც განსაჯეთ. ეს მისი გამოუქვეყნებელი ლექსებია, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა. მაშ ასე:
 ჩვენ ავირჩიეთ ერთხელ ბარაბა

და იმის მერე ვაწყდებით ნაღმებს...


სიჩუმე ხეთქავს ყურის ბარაბანს,

მცდარი ვნებებით ვიგუდავ ნაღველს.



ტონით მონური,


მონოტონურით,


მე მასწავლიდნენ - რა შემერგება...


ვუსმენდი, ვთმობდი, -

თუმცა ვერ ვგრძნობდი...

ჯერ არ მყოფნიდა ალბათ შეგნება.



ვიღაცა რწმენას იღებს იჯარით,

სასუფეველში ადგილს ”იბევებს”

გამოზუთხული, ხშირი პირჯვარით

ცოდვა არ იკლებს, ცოდვა იბევრებს.





ფარისეველი ტაძარს აშენებს,

ოქროს ათეთრებს, ოქროს აშვიდებს

ეს, არ მგონია, მეც დამამშვიდებს,

ეს არ მგონია, მეც დამამშვიდებს.


როცა ასაკი დამინთებს სანთელს,

უსასრულობა გახსნის დარაბას,

ნეტავ, ვის ვეტყვი უმთავრეს სათქმელს,

ღმერთს, თუ ბარაბას? ...
 

რა შტერიო- დააბრალა ძმას
დავთვერიო- დააბრალა სმას
მეხვევაო -დააბრალა ქალს
ვერ ხვდებაო -დააბრალა ხალხს
დავიწვიო- დააბრალა მზეს
რა ბილწიო -დააბრალა ზმნებს
შევბერდიო- დააბრალა ცრემლს
ვერ შეკრა- და დააბრალა წრეს
გავცივდიო -დააბრალა თოვლს
არ მიცდიო- დააბრალა დროს
უვიციო- დააბრალა ბრბოს
გულბილწიო- დააბრალა ბოზს
უზრდელიო- დააბრალა შვილს
კურდღელიო -დააბრალა შიშს
თავს ვკარგავო დააბრალა ფიქრს
რას ვგავარო -დააბრალა ფირს
არ მყოფნისო -დააბრალა ფულს
მაყოვნებსო დააბრალა პულსს
კარგიაო -დააბრალა ცუდს
ნაღდიაო- დააბრალა ცრუს

მოკლედ ყველაფერი ასე დააბრალა სხვას
ცარიელი ცოდვით სავსე საფლავის ქვად დგას.
რომელია დეგა?
ვერლენი ვინ არი?..
რის ლოპე და ვეგა?!
რაის რენუარი?!

ზღაპრის კეთილ გმირებს,
აღარ ჰბაძავს ბავშვი...
ტყის ქორბუდა ირმის
გაგისინჯავს ხაში?

ბერლიონს და ვაგნერს
ჩვენთან ფანი არ ჰყავს.
-ოქროს თევზი გაბრდღვნეს,
მიაყოლეს არაყს...

ნატვრის თვალი ჩაქვრა.
დაბრმავდა და იწყენს...
ქატო არის აქა,
ჭირიც აქვე ილხენს...

ორერა და რერო!
მრავალჟამიერო!
რად დაგიჯდა ”ზერო”...
უჰ,შე,бедныйერო!!

0 კომენტარი: