9 აპრილი
9 აპრილი გრიგორიანული კალენდრის მიხედვით 99-ე დღეა.
1988 წელს ანტისაბჭოთა მოძრაობა გააქტიურდა,ეს გახდა წინაპირობა არა სანქცირებული მიტინგების მოწყობისა.1989 წლის 18 მარტს "ლიხნის ასამბლეის" ჩატარების შემდეგ,სადაც რამოდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა ინდომა.ამის საპასუხოდ ანტისაბჭოთა მოძრაობამ უფრო იმძლავრა და არასანქცირებული მიტინგების სერია მოაწყო.მათი მტკიცებით საბჭოთა მთავრობა აფხაზურ სეპარატიზმს იყენებდა დამოუკიდებლობის მომხრეთა წინააღმდეგ.
საპროტესტო აქციებმა პიკს 1989 წლის 4 აპრილს მიაღწია.
როცა ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ(რუსთაველის გამზირზე).მათ სათავეში ედგათ დამოუკიდებლობის კომიტეტი მათ კი სათავაში ზვიად გამსახურდია ედგათ (მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტი).დაიწყო შიმშილობა.მათი მთავარი მიზეზი იყო აფხაზი სეპარატისტების დასჯა და საქართველოს დამოუკიდებლობის დაბრუნება.
ადგილობრივ ხელისუფლებას დაკარგული ჰქონდა კონტროლი,როდესაც საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა დამხმარე ძალების გამოგზავნა ითხოვა.
საბჭოელების და ანტისაბჭოელების შეტაკებას შეეწირა უამრავი ქართველი.ამ სამგლოვიარო დღეს ,როგორც მოგეხსენებათ,ავღნიშნავთ 9 აპრილს.ამ დღეს მიდიან დაღუპულთა საფლავებზე და ამკობენ ყვავილებით.
0 კომენტარი: