TOP NEWS

მოგესალმებით! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, კარგი დროის გატარებას გისურვებთ!

пятница, 5 апреля 2013 г.

მსოფლიოს 7 საოცრება


მსოფლიოს 7 საოცრება ამ სახელის ქვეშ გაერთიანებულია რამოდენიმე მსოფლიოს ღირშესანიშნაობა.მათ შორისაა

   
1. ხეოფსის პირამიდა დათარღებულია ძვ.წ 2550 წლით.
მისი მშენებლობა ჩვენ წელთ აღრიცხვამდე 26-ე საუკუნეში დაიწყო.მისი სიმაღლე 147 მეტრი იყო ამჟამად კი 136 მეტრია.ამ პირამიდის გარშემო შემოსავლელად საჭიროა გაიარო 1 კმ,რაც იმას ნიშნავს რომ პირამიდის თითოეული გვერდის სიგრძე 233 მეტრია.

   
2.ბაბილონის დაკიდული ბაღები.ბაბილონის დაკიდული ბაღები დათარიღებულია ძვ.წ 600 წლით.მის მშენებლობაში დიდი წვლილი მიუძღვით ლიდიელებს და ბერძნებს.
ბაბილონის დაკიდული ბაღები ნაბუქოდონოსორის მიერ არის აგებული.იგი 4 იარუსისგან შედგება და იმდენი მიწაა დაყრილი ზედ,რომ ყველაზე დიდი მცენარეებიც
ხარობენ.დაკიდულ ბაღებმა ჩვენ დრომდე ვერ მოაღწია,რადგან ძველი ბერძნების შეცდომა  დაკიდული ბაღების სემირამიდასთან დაკავშირებით სავალალო აღმოჩნდა.
ეს ღირშესანიშნაობა შეიქმნა დედოფალ ამიტასათვის.


           
3.ეფესოს (არტემიდას) ტაძარი.დათარიღებულია ძვ.წ 550 წლით.ამ ტაძრის მშენებლობა დაკავშირებულია ბერძენთა ქალღმერთის არტემიდას სახელთან.აგებულია აქამენიდთა დინასტიის მმართველობის პერიოდში.ტაძარი 6 წლის ძებნის შემდეგ აღმოაჩინა ჯონ ტურტელ ვუდმა 1869 წელს.

       
4.ზევსის ქანდაკება ოლიმპოში.დათარიღებულია ძვ.წ 435 წლით.მასზე ფიდიასი მუშაობდა.იგი გაკეთებულია ხით და მოპირკეთებულია ოქროთი და სპილოს ძვლით.

                     

5.ჰალიკარნასის მავზოლეუმი.დათარიღებულია ძვ.წ 351 წლით.აგებულია მეფე მავსოლეს ჰალიკარნასის მმართველის აკლდამათ.მავზოლეუმის მშენებლობა მეფის სიცოცხლეში დაიწყო მაგრამ მისივე გარდაცვალების შემდეგ.ამის შემდეგ მშენებლობა არტემისიამ დაასრულა და სწორედ მან მოგვცა საბოლოო სახით.სამწუხაროდ 1994 წელს მიწის ძვრის გამო დაინგრა.
                 


6.როდოსის კოლოსი ძვ.წ 292-280 წელი.მზის ღმერთის ულამაზესი ჰელიოსის ქანდაკება კუნძულ როდოსზე იდგა,ამჟამად ნანგრევებიღაა შემორჩენილი.ძვ.წ 224 წელს მიწის ძვრის გამო დაინგრა.



7.ალექსანდრიის შუქურა ძვ.წ მე-3 საუკუნე.სამწუხაროდ დიდი ინფორმაცია არ არის რადგან ის მე-14 საუკუნეში ბოლომდე დაინგრა.ნანგრევები კი შემთხვევით აღმოაჩინეს.1994 წელს კი სატელიტური ფოტოებით მისი დანარჩენი ნაწილებიც აღმოაჩინეს.შუქურის სიმაღლე დაახლოებით 134 მეტრს აღემატებოდა.

0 კომენტარი: