TOP NEWS

მოგესალმებით! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, კარგი დროის გატარებას გისურვებთ!

понедельник, 8 апреля 2013 г.

კომპლექსები

      "კომპლექსი ნაწილ-პიროვნებაა მას გააჩნია საკუთარი სხეული და გარკვეული საკუთარი ფსიქოლოგია"-კ.გ იუნგი. მინდა  გესაუბროთ იმ ყველაზე ცნობილი კომპლექსების შესახებ და ჩემი შემდეგი პოსტი მთლიანად ამ თემას დავუთმო.
 მაშ ასე:
  1.  კაენის კომპლექსი - გულისხმობს ბავშვის დამოკიდებულებას ახალშობილი და- ძმის მიმართ. ამ დროს ბავშვი შიშობს, რომ მათი გაჩენით ის ჩამოგდებული იქნება იმ პრივილიგირებულტახტიდან, რომელზედაც მისი მშობლების განსაკუთრებულმა სიყვარულმა აიყვანა. ის ჩანაცვლებული იქნება და-ძმით, ამით კი დაკარგავს ყურადღებას და სითბოს დედის მხრიდან. ამ შიშზე ბავშვი რეაგირებს ინტენსიური სიძულვილით მისი და-ძმის მიმართ და მათი გაქრობის სურვილი ებადება. ეს კომპლექსი წარმოშობს და-ძმებს შორის პაექრობას, შურის გრძნობასა და და-ძმაზე გამარჯვების, მათი გასწრებისა და უკან მოტოვების სურვილს.
  2. ოიდიპოს კომპლექსი - სიყვარულის გრძნობა დედის მიმართ და სიძულვილი მამის მიმართ,მისი გაქრობის სურვილი. ხშირად ის სრულად წარმართავს ბავშვის ქცევას 5 წლამდე. პაექრობის, მეტოქეობისა და სიძულვილის ეს გრძნობები მოგვიანებით, მოზრდილ ცხოვრებაშიგადაინაცვლებს ყველა იმ ადამიანზე, ვინც მამის პოზიციას დაიკავებს, მაგ., მასწავლებელი,უფროსი ან ხელმძღვანელი; ეს კომპლექსი ქმნის მეამბოხე რევოლუციონერს, რომელიცყოველთვის უპირისპირდება ავტორიტეტსა და ძალაუფლებას; ქალებში - ელექტრას კომპლექსი მამისადმი სიყვარული და დედისადმი სიძულვილი. ოიდიპოსის კომპლექსი ყველასთვის ნაცნობი მითიდან მომდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ოიდიპოსმა გაუცნობიერებლად მოკლა საკუთარი მამა და ცოლად საკუთარი დედა მოიყვანა.
  3. დესტრუქციული კომპლექსი გულისხმობს სისასტიკის ინსტინქტს და ვლინდება ნგრევის იმპულსებში. ბავშვის ორალური კანიბალისტური ტენდენცია მიმართულია საკვების და ქუცმაცებისკენ. როდესაც ორალური ფაზა ჩაივლის, დესტრუქციული კანიბალიზმიგრძელდება, ოღონდ მიმართულია არა საკვებზე, არამედ გადაინაცვლებს სხვაზე. ამ ეტაპზე სადიზმი მაზოხიზმთან კომბინაციაში წარმოჩინდება. ბავშვი, რომელიც ტკბებოდ დესტრუქციითა და სხვებისადმი ზიანის მიყენებით, ამჟამად ტკბება აუტოაგრესიით. სუბლიმირებული ფორმით ის წარმოშობს ქირურგებს, გამოჩენილ გენერლებს, ხოლო მაზოხისტური ფორმით ქმნის ”ნევროზულ ასკეტიზმს”
   4.დაზიანების, კასტრაციის კომპლექსი - როგორც კი ბავშვი ანატომიურ სქესობრივ
განსხვავებას აღმოაჩენს, იმ დასკვნამდე მიდის, რომ ქალი არ არის სრულყოფილი და კასტრირებული ჰგონია. ის უშვებს შესაძლებლობას, რომ მასაც იმავეს გაუკეთებენ, რაც აშინებს.  ეს შიში აყალიბებს კასტრაციის კომპლექსს. გოგონებიც განიცდიან საკუთარ
„არასრულფასოვნებას“. ამ დროს ბიჭი ამაყობს თავისი სქესით და ამ უპირატესობის დაკარგვის ეშინია, ხოლო გოგონა აცნობიერებს თავის ”არასრულფასოვნებას”, კაცად გახდომის სურვილი  უჩნდება და ცდილობს, აჯობოს მამაკაცებს, ან არაცნობიერად იგივდება კიდეც მათთან. ამას  დიანას კომპლექსს, ან ამორძალის კომპლექსს ეძახიან. კასტრაციის კომპლექსის სუბლიმირებას ბიჭებში ლიდერად ქცევის გზით საკუთარი უპირატესობის აღიარებისა და შენარჩუნებისაკენ მივყავართ, ხოლო გოგონებში - ისეთი ტიპის ქალამდე, რომელიც სულ ეჯიბრება კაცებს, იქნება ეს სპორტი, ბიზნესი, პოლიტიკა თუ ხელოვნება;

5. დაბადების კომპლექსი - მას წარმოქმნის მშობიარობის ტრავმა. დაბადებისას ბავშვის მიერ განცდილი შფოთვა და ტკივილი ყველა მომავალი შფოთვისა და ტკივილის ბაზისურ მოდელს ქმნის. ეს კომპლექსი აგრეთვე ინფანტილური ცნობისმოყვარეობის ფორმას წარმოადგენს. ადრე თუ გვიან ბავშვი ინტერესდება ბავშვების დაბადების საკითხით და მალე რამდენიმე თეორიას ავითარებს. ამ თეორიებს დიდი ზეგავლენა აქვთ მის ქცევაზე. ის ფიქრობს, რომ ბავშვები ჩნდებიან დიგესტიური აპარატიდან - პირიდან, მუცლიდან და სხვ. დაბადების კომპლექსი ვლინდება პროტექციის, დედის წიაღში დაბრუნების და იქ განსვენების სურვილში და იღვიძებს მაშინ, როცა ადამიანი ცხოვრებისეულ სიძნელეებს უპირისპირდება.


7. გაქცევის/განრიდების კომპლექსი - ვლინდება იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი და,
შემდგომში, ზრდასრული აღმოჩნდება ახალი გარემოებების წინაშე, რომლებიც მან უნდა
გადალახოს და გადავიდეს ერთი საფეხურიდან მეორეზე. ამ დროს ის ახლის მიმართ შიშს განიცდის და უჩნდება გაქცევის რეაქცია. იმპულსმა, შესაძლოა, წარმოშვას ნოსტალგია წარსულისადმი, ხოლო ამ ნოსტალგიას რეგრესისკენ მივყავართ. მისი ინტერესი შიგნით წარიმართება და ის საკუთარ თავზე ცენტრირებული ხდება, თვითშეყვარებულ მარტოობაში აღმოჩნდება და ხშირად ნარცისიზმში ეუფლება. ამ ფენომენს ხშირად ვხვდებით მოზარდებთან.

   გარდა ამისა, არსებობს ასევე კონკიასი და ბონაპარტეს კომპლექსი, თუმცა ისინი შეიძლება არასრულფასოვნების კომპლექსას ჩავთვალოთ და ცალკე ამაზე აღარ ვილაპარაკებ.
    ვიმედოვნებ საინტერესო და საჭირო პოსტია ასე, რომ წაიკითხეთ და გაიგეთ მეტი.








0 კომენტარი: