TOP NEWS

მოგესალმებით! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, კარგი დროის გატარებას გისურვებთ!

четверг, 4 апреля 2013 г.

ახალციხე





ძველი სამცხის მთავარი ქალაქი და სამცხის ათაბაგთა რეზიდენცია, დღეს კი რაიონის ცენტრი ახალციხე - მდინარე ფოცხოვის ნაპირზე მდებარეობს, ბორჯომის სამხრეთ-დასავლეთით.




IX საუკუნეში იწყება ქალაქ ახალციხის ისტორია. თუმცა ეს ქალაქი იმდროინდელი ქართულ წყაროებში ამ სახელით არ მოიხსენიება, ვახუშტი ბატონიშვილის განმარტებით, - მას სხვა სახელი - ლომსია უნდა რქმოდა. „მატიანე ქართლისაის“ ცნობით კი, ქალაქი IX საუკუნეში გვარამ მამფალს აუშენებია.
ქალაქი მდინარის ორივე ნაპირი უჭირავს. მარცხენა ნაპირი მთაგორიანია, აქაა ქალაქის ძველი ნაწილი, ე. წ. რაბათი და დიდი ციხე-სიმაგრე, რომელშიაც წინათ ახალციხის მფლობელთა სასახლე იყო. მარჯვენა ნაპირი ვაკეა. აქ ქალაქის უბნები მხოლოდ XIX საუკუნეში გაშენდა, ამ ნაწილსაც ბორცვები აკრავს. ქალაქის ზოგი უბანი ამ ბორცვთა ფერდებზეა შეფენილი.

ახალციხეში არის უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლები მათ შორიაა რაბათის ძველი უბანი.
რაბათის ეს ძველი უბანი განთქმულია იმით,რომ ქალაქის ამ ნაწილში ერთად იყო სინაგოგა,კათოლიკური ეკლესია,მართლმადიდებლური ეკლესია და სინაგოგა.ჩვენ შეგვიძლია ამაყად ვთქვათ,რომ რაბათი არის ტოლერანტობის სიმბოლო.დიდი თურქობის დროს მას საომარი,სამალავი ფუნქცია ჰქონდა.ახლა კულტურულ ძეგლთა სიაშია.
კიდევ შემოგთავაზებთ ვარძიას.

            


            ვარძია არის კლდეში ნაკვეთი ქალაქი.ვარძიის აღმოჩენას აქვს ისტორიაც.
ერთხელ მეფე გიორგი სანადიროდ წამოსულა და თან თავისი ქალიშვილი პატარა თამარი წამოუყვანია.მეფე ნადირობაში გართულა და მხლებლებსაც დავიწყებიათ ბავშვი.თამაშით გართული თამარი კი დაიკარგა გამოქვაბულებში.შეწყდა ნადირობა.მოიკითხეს თამარი მაგრამ ვერსად ნახეს.ერთ-ერთმა მონადირეთაგან დაიძახა "სად ხარ თამარ?" შეშინებულმა თამარმა გამოქვაბულიდან გამოსძახა "აქ ვარ ძია" ამის შემდეგ ამ ადგილს დაერქვა ვარძია.


მეფეთა მეფის თამარის დროს ვარძიის გამოქვაბულებს სამალავის და საცხოვრბლის ფუნქცია ჰქონდა.ახლა კი კულტურულ ძეგლთა სიაშია შესული.

0 კომენტარი: